“დავუდგეთ ერთმანეთს და მიშას გვერდით“–ნიკოლოზ სააკაშვილი მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილის მამა მოქალაქეებს მოუწოდებს, 20 ნოემბერს, 14 :00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვონ, რადგან მიხეილ სააკაშვილი “სასწრაფოდ გადასარჩენია:“

“კაცი ციხის პირობებში დაავადდა უმძიმესი სენებით და დღეს უკვე იბრძვის სიცოცხლის უფლებისათვის.

დავდგეთ ერთად და მივაწვდინოთ ხალხის ხმა ამ ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას ვიყო ფიზიკურად აქტიურად ჩართული მიშას სიცოცხლის გადარჩენის პროცესში.

დავუდგეთ ერთმანეთს და მიშას გვერდით , არ დავუშვათ, რომ საქართველო გადაიქცეს ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ. მიშას სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა.

დავრწმუნდით, რომ აქ ამის უნარი ნებით თუ უნებლიეთ არ გააჩნიათ-სამწუხაროდ.

თხოვნაა – 20 რიცხვში 14 ს. მობრძანდით მთავრობის კანცელარიასთან. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! უფალი იყოს მისი მფარველი. მიშა უნდა გადარჩეს!”– წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.