დაინიშნება ქართველი დირექტორი – ნათია თურნავა ნამახვანჰესზე

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნამახვანჰესზე სამუშაოებს ქართველი დირექტორი გაუძღვება. ამის შესახებ მან ადგილობრივებთან შეხვედრის დროს განაცხადა და კომპანიასთან რამდენიმე შეთანხმებაზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელში შემავალი ექსპერტები პროექტს ზედამხედველობას გაუწევენ.

“ეს არის სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამ ბერკეტის მეშვეობით მეტ გარანტიას უზრუნველყოფთ, რომ იქ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები ბოლომდე იყოს დაცული. ასევე, მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული”, -განაცხადა თურნავამ.