“დაიხურა თემა. მიშამ დააზუსტა – დარჩით პარლამენტშიო. მთავარი არგუმენტი არის ზუსტად ის, რაზეც ხათუნა და მე ვსაუბრობდით გუშინ – საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროება. აგრეთვე, მისი მონახულების შესაძლებლობა.

იმედია, სამომავლოდ საკუთარი პარტიის თავმჯდომარეს აღარ დაასწრებენ  “მყარი” პოზიციის გაჟღერებას ენმ-ს დეპუტატები”

წერს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ლევან ბერძენიშვილი Facebook-ზე. გუშინ მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, მიებაძათ მამუკა ხაზარაძისთვის და პარლამენტის მანდატი დაეტოვებინათ. დღეს ციხეში ხატია დეკანოიძე იმყოფებოდა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი დაეთანხმა, რომ მანდატები მის მოსანახულებლად და რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად სჭირდებათ.