დაკავებული არავინ არ იქნება, იქნება გამოკითხული და გამოშვებული – გომელაური დმანისის მოვლენებზე

”დაკავებული არავინ არ იქნება, იქნება გამოკითხული და გამოშვებული” – ამის შესახებ დმანისის მერიის შენობის,  დატოვების შემდეგ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

”ამ წამს დაკავებული არც ერთი ადამაინია არაა. აქ გამოკითხვზე იმყოფებიან ადამიანები, გამოკითხავენ და გამოუშვებენ. რამდენი ადამიანი იქნება დაკავებული ჯერ არაფერი ვიცი… დღევანდელიც იქნება, გუშინდელიც იქნება და გამოვიძიებთ მაგას… 5-6 ლოკაციაზე იყვნენ დღეს განაწილებული პოლიციელები და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანები, სადაც დაიძაბა და მოხდა შეხლა-შემოხლა… გამოძიებაა დაწყებული და გამოვიძიებთ. ინციდენტი დღეს ამოიწურა, შეხვდა ორივე მხარე და იმედია აღარ გაგრძელდება. საპოლიციო ძალებს ვტოვებთ… დამატებითი ძალები დარჩებიან და იქნება კონტროლი. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ამოიწუროს კონფლიქტი” – ამბობს გომელაური.

ცნობისთვის, ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ მხარეებმა, ერთმანეთს ხელი დმანისში, მერიის შენობაში  ჩამოართვეს.