“დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე თავისუფალი ბელარუსიც ვერ იარსებებს” – უკრაინაში ბელარუსი დისიდენტები იბრძვიან

“დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე თავისუფალი ბელარუსიც ვერ იარსებებს” – უკრაინაში რუსული არმიის წინააღმდეგ ბელარუსი დისიდენტები იბრძვიან. BBC-სთან ინტერვიუში ერთ-ერთი ბელარუსი დისიდენტი პაველ კულაჟანკა, რომელმაც  ნიუ-იორკში სახლი დატოვა და უკრაინაში საბრძოლველად წავიდა აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არის ბრძოლა როგორც პუტინთან ასევე ბელარუსიის პრეზიდენთან ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმთან რომელიც კრემლის ქმედებებს მხარს სრულად უჭერს.

  • “ჩემი სახელია პაველ კულაჟანკა, ბელარუსის წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენელი ვარ. დღეს, 22 მარტს ვაპირებ რომ გადავკვეთო უკრაინის საზღვარი და ჩვენი საერთო მტრის, რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ ვიბრძოლო, მთლიანად გავანადგურო. ვიცით სადაც მივდივართ და ისიც ვიცით რატომ მივდივართ, თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინას გარეშე, დამოუკიდებელი და თავისუფალი ბელარუსიც ვერ იარსებებს.  ალექსანდრ ლუკაშენკო არის ვლადიმირ პუტინის თოჯინა, სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსკოვის წინააღმდეგ და უკრაინის მხადასაჭერად ბრძოლა. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინელების თავისუფლებისკენ სწრაფვას და ვისურვებდი, რომ ბელარუსის ერი იყოს ზუსტად ისეთი ძლიერი, როგორიც უკრაინაა ახლა. “.-ამბობს ბელარუსი დისიდენტი, პაველ კულაჟანკა.