ელჩ დანიგანს სრული მხარდაჭერა აქვს თანამდებობის დატოვებამდე- აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა საქართველოში დანიგანის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით globalnews.ge-ს მიერ დასმულ შეკითხვას წერილობით უპასუხა.
“მადლობას ვუხდით ელჩ დანიგანს 33 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების გამორჩეული სამსახურისთვის. მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს თანამდებობის დატოვებამდე.ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსადმი ჩვენი მიდგომის შეფასებას ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით,”- წერია სახდეპის განცხადებაში, რომელსაც globalnews.ge ავრცელებს.