“ნებისმიერ შიდადაპირისპირებაზე საუბარი ზედმეტია და განსაკუთრებით პრემიერმინისტრობის კანდიდატობაზე. ამაზე საუბარიც კი არ გვქონია და ვერც გვექნება მე და ნიკას იმიტომ, რომ ამაზე იმსჯელებს გუნდი, თუ სამსჯელო ოდესმე გახდა. კიდევ უფრო სამწუხაროდ, ჩემთვის პირადად არის, რომ მაგალითად, ნაციონალურო მოძრაობის და ქართული ოცნების რიტორიკა ერთი ერთში ემთხვევა, ორივე ერთხმად საუბრობს, რომ ვერ გადალახავენ ბარიერს. ქართული ოცნება იძახის, რომ ყველა ნაციონალურო მოძრაობაა და ნაციონალური მოძრაობა იძახის, რომ ყველა ნაციონალური მოძრაობაა, ოღონდ კლონები არიან. არც ერთნი ვართ და არც მეორე. ქართულ ოცნებას ჰყავს ბიძინა ივანიშვილი, კალაძე, ღარიბაშვილი, ფარცხალაძე და ა.შ.  ნაციონალური მოძრაობა არის მიხეილ სააკაშვილის, დათო კეზერაშვილის, ვანო მერაბიშვილის. მათ აქვთ თავიანთი პარტია და ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტია.”

ასე პასუხობს, ნიკა მელია “ოცნებისა” და მისი მედიის პროპაგანდას.