“იპსოსის ე. წ რეიტინგები ტრადიციული ურცხვობის კულმინაციაა. არაა დასამალი რომ მმართველ და ე.წ. მთავარ იპოზიციურ ძალას ერთ-ერთი მთავარი რაც აერთიანებთ, ეს ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაა, რომელიც მკვეთრ გამიხატულებას პოულობს სწორედ წინასაარჩევნო ბოლო კვირას და არჩევნების დღეს. ანუ სააკაშვილის პრინციპი, რომ ან მე დავბრუნდები ტრიუმფით ან გყავდეთ სამუდამოდ ბიძინა და მთელი ძალები ლეიბორისტების წინააღმდეგ კვლავ ძალაშია.

დარწმუნებული ვარ, ამ ორ ძალას შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, როგორ გააფორმონ საარჩევნო კომისიებში ოქმები, საიდანაც ჩვენ უკვე გამოგვყარეს. ვნახოთ, ვნახოთ, ამით მოგებული არავინ დარჩება, წააგებს კი კვლავ საქართველო”

წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე.