დარწმუნებული ვარ პარლამენტში არ შევლენ – მელია “მოქალაქეებზე” და “რესპუბლიკელებზე”

“დარწმუნებული ვარ პარლამენტში არ შევლენ”- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  ლიდერმა, ნიკა მელიამ TV პირველთან ისაუბრა.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკური პარტიის არც ერთი წევრი არ შევა პარლამენტში, ეჭვი რომ მეპარებოდეს, ამას არ ვიტყოდი. არ არსებობს არც ერთი პოლიტიკოსი, ვინც ივანიშვილს მოპარულ არჩევნებს დაუკანონებს. ალეკო ელისაშვილიც და ლევან იოსელიანიც არ შევლენ პარლამენტში, როგორც თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული. ვერ წარმომიდგენია, 90 დეპუტატი სხდომათა დარბაზში ქართული ოცნებიდან და ორი ან სამი იყოს მარცხენა ფლანგზე. რესპუბლიკურმა პარტიამ ასეთი საკომუნიკაციო არხი არჩია საზოგადოებასთან, ჩვენ, ძალა ერთობაშიას ბლოკმა, მივიღეთ სხვა გადაწყვეტილება”, – განაცხადა მელიამ.