„სწორი აქცენტი იყო იმიტომ, რომ კანონით სასამართლო იხილავს სასჯელის გადავადებას, სამკურნალოდ გადაყვანას. ყველა საკითხი სასამართლოს კომპეტენციაა. რაც შეეხება შეწყალებას, არ არის ასე მარტივად საქმე.

მე არ მიჭირს ჩემი პოზიციის გამოხატვა, არაერთხელ ვთქვი, რომ არავითარი შურისძიების სურვილი არ მაქვს მე სააკაშვილის მიმართ და გავთავისუფლდი ასეთი ტიპის ემოციებისგან, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე ჩვენგანის შინაგანი განცდა, გაბრაზება თუ წყენა, წყენა კი არა, ჯოჯოხეთი გავიარე ორი წელი, მაგრამ მე ნამდვილად ვუერთდები იმ ადამიანების რიცხვს, ვინც მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ასეთი სადამსჯელო ღონისძიებები, მაგრამ შეწყალება არ იქნება საკმარისი. მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტმა რომ შეიწყალოს სააკაშვილი, მას არ გაათავისუფლებენ, სხვა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა თუ არ აქვს, შეუფარდებენ. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის აქცენტები ამიტომ იყო გადატანილი სასამართლოს მიმართ. სასამართლოს აქვს ახლა ყველზე მეტი პასუხისმგებლობა, რომ ამ საქმეზე აჩვენოს, ის არ არის გავლენების ქვეშ“,

ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.