“მტრის ჯართან ერთად ყველაზე საშიშია, როცა ქვეყანას საფუძველს უთხრიან და ივანიშვილის რეჟიმი სწორედ ამიტომ არის ძალიან საშიში – ის ქადაგებს, რომ უზნეობა არის ნორმალური ამბავი, ტყუილი მოსულა ყოველდღე, ყველა უნდა იყოს გასვრილი, კარგი არავინაა, ყველა ერთმანეთზე უარესია, პოლიტიკა, საზოგადოებრივი ცხოვრება არის სიბინძურის ადგილი. შეხედეთ მათი ორი ბანაკის დაპირისპირებას, პირდაპირ გვეუბნებიან რომ ერთმანეთზე საუბრისას წარსულში გვატყუებდნენ – ეს არის ის რის დანერგვასაც პუტინის რუსეთის მსგავსი რეჟიმები ცდილობენ, რათა მორალურად გაგვტეხონ.

თუმცა მე მინდა გავიხსენო ილიას სიტყვები – “ვისაც პატრიოტობა და ლიბერალობა სირცხვილად არ მიგაჩნიათ, დადექით საქართველოს მომავლის სადარაჯოზე”. ასევე ილიას სიტყვებია: “სასოწარკვეთა ყველაზე ცუდი რამ არის, რადგან ადამიანს მცონარეს ხდის და თუ ჩვენ თავად არ გავინძერით, სხვისგან ნურაფერს ველით”. თავისუფალი სამყარო და დასავლეთი მხარს გვიჭერს, ოღონდ ჩვენ ჩვენით უნდა ვიმოქმედოთ და ახლა, 2 ოქტომბერს ამ მოქმედების შანსი გვაქვს”

განაცხადა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ გორში, ხაშურის, ქარელის, კასპისა და გორის საარჩევნო სიის წევრების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე.