„ჩვენი პარტია ცალსახად წინააღმდეგია ყოველგვარი რეზოლუციის. […] შენ შენი ქმედებით, როცა ერთ-ერთ ძმას უდგახარ გვერდით, ხომ აღრმავებ იმათ დაპირისპირებას? აღრმავებ, გინდა ერთ მხარეს იყო, გინდა მეორე. იმის მაგიერ რომ უთხრა, დამშვიდდით. ან დაიკავო ისეთი ბრძნული პოზიცია, რა პოზიციაც დაიკავა საქართველომ მეზობლად, სომხეთსა და აზერბაიჯანის ომში. ბრძნული გადაწყვეტილება იყო, აბსოლუტურად გასაგები იყო, ის რაც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს. აქ ჩვენ უცბად ვდგებით ერთ მხარეს. ახლა ორი დიდი მონტსრი ომობს. თვითონ ზელენსკიც ამბობს, ხალხნო, არ არის ისეთი დაპირპისრება. დასავლეთის გარკვეული ქვეყნები ეუბნებიან, არა, შენ უნდა იომო. მე ძალიან მეშინია, რომ შეიძლება დაიწყოს ომი, საერთოდ უკრაინა დაინგრეს, ამ ომში ჩვენ აქედანვე ვერთვებით, ომში დასავლეთი არ იღებს მონაწილეობას, ეს არის ყურადღების გადატანა სხვა რაღაცაზე. დასავლეთმა დღეს უკრაინა გაწირა და შეიძლება ჩვენც მოვხვდეთ ამ ფერხულში, ჩვენთან ორი საათიც არ უნდა და აქ დამთავრებული იქნება.

ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ, განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც საზიანო იქნება ჩვენთვის. ამ ხელშეკრულებით არის რაღაც ელემენტები, რომ ჩვენ ზიანი მივიღოთ. მითუმეტეს ახლა ჩასვლით, იქ რომ ჩავლენ, საზღვარზე გავიდნენ, არ არის საჭირო, ცოტა ბრძნულად მოვიქცეთ და შევხედოთ როგორ წავა საქმე, რა იქნება, ნუ გავრბივართ ორთქმავლის წინ!“

ამბობს “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი, ფრიდონ ინჯია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვაზე.