დაუსწრებლად დაგვლუქეს, ვიწყებთ საპროტესტო აქციისთვის მზადებას – MTKVARZE

კლუბი MTKVARZE აცხადებს, რომ გუშინ შრომის ინსპექციამ კლუბი დაუსწრებლად დალუქა. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება და ხელმძღვანელობა  საპროტესტო აქციებისთვის მზადებას იწყებს.

”გუშინ დაუსწრებლად დაგვლუქეს, ისე რომ ადგილზე არავინ იყო, ამიტომ გვიწევს დღევანდელი ივენთის უკვე მეორედ გადადება. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ორმაგ სტანდარტებს და დავნებდეთ უკანონო შეზღუდვებს. პირიქით, დღეიდან ვიწყებთ საპროტესტო აქციისთვის მზადებას. ის რაც ჩვენი სექტორის მიმართ სახელმწიფომ ჩაიდინა, არის ადამიანების დაცინვა, მოტყუება და ტერორი. არავის მივცემთ ჩვენი აბუჩად აგდების უფლებას და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს სიმართლეს და ღირსებას”- ნათქვამია განცხადებაში.