დაუყონებლივ მოახდინეთ ამ ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია – ”აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილე

“აზოვის” ბატალიონის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი ვიდეომიმართვას  ავრცელებს ამბობს, რომ აზოვსტალზე მიტანილი საჰაერო იერიშების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. პალმარი “აზოვსტალის” ტერიტორიიდან მოქალაქეების დაუყოვნებლივ ევაკუირებას ითხოვს.

”აზოვსტალი მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა. ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდა ავიაცია. აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი მძიმედ დაშავდა. ამ წუთებში ინტენსიური დაბომბვები გრეძლდება. მტერი აქტიურად იყენებს ტანკებს და არტილერიას. ჩამოსხეს დესანტები. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შეტევა მოვიგერიოთ. მოგიწოდებთ, დაუყონებლივ მოახდინოთ ამ ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია. მარიუპოლი უკრაინაა”, – ამბობს პალამარი.