დაუშვებელია ამ საკითხის ქუჩაში, ულტიმატუმებით გარჩევა – ზალკალიანი ნამახვანზე

“დაუშვებელია ამ საკითხის ქუჩაში, ულტიმატუმებით გარჩევა”- საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი რიონის ხეობის მცველების პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  დაუშვებელია ამ საკითხის ქუჩაში, ულტიმატუმებით გარჩევა.

“ენერგოუსაფრთხოება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. თითოეული ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის, პირველ რიგში უზრუნველყოფს საკუთარ ენერგო ენერგოუსაფრთხოებას. ყოვლად დაუშვებელია ამ საკითხის ქუჩაში, ულტიმატუმებით გარჩევა. ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა, შეთავაზება სხვადასხვა ფორმატების გამოყენების, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით”, – თქვა დავით ზალკალიანმა.