დაფიქსირდა კორონავირუსის 2176 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 43 პაციენტი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 551 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 849 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 176 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 589 727-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.46% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.21%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 838 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 554 618.