დაძაბულობა ბუკნარში – ქრისტიანები მუსლიმების სამლოცველოს მოწყობას ეწინააღმდეგებიან

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში დაძაბულობაა. მუსლიმი მოსახლეობა სამლოცველოში ლოცვის ჩატარების უფლებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან.

“კერძო სახლი გვაქვს შეძენილი ჩვენი სახსრებით, სადაც გვინდა, პარასკევის ლოცვა აღვავლინოთ. ვითხოვდით აქ ლოცვას. რომ ვლოცულობთ, გზებზე გვხვდებიან ქალები, კერძოდ, მასწავლებლები და ინიციატივა წამოვიდა მათგან, რათა არ იყოს აქ მუსლიმური სამლოცველო. ვერიდებით ცენტრში გამოსვლას, შეკრებებს, რომ არ მოხდეს დაპირისპირება. დანაწილდნენ ჯგუფ-ჯგუფად, ხვდებიან, მანქანებს აჩერებენ და ურტყამენ ხალხს”, – აცხადებს ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი ფორმულასთან საუბრისას.

ქრისტიანი მართლმადიდებლები ამბობენ, რომ მუსლიმებს სოფელთან ახლოს აქვთ 2 მეჩეთი, სოფელში კი მესამეს მოწყობას არ დაუშვებენ.

ცნობისთვის, გუშინ, 12 იანვარს მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის მუსლიმ ბავშვებს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩხუბის მიზეზი ერთერთი ადგილობრივის სახლში ლოცვაზე მუსლიმების შეკრება იყო

შსს-მ მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავა.

კონფლიქტის გამო მუსლიმი თემი საქმეში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვას ითხოვს.