დედოფალ ელისაბედ მეორეს კორონავირუსი დაუდასტურდა

95 წლის დედოფალ ელისაბედ მეორეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

მათი ცნობით, დედოფალს “მსუბუქი გაციების მსგავსი მსუბუქი სიმპტომები” აქვს. ელისაბედ II სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და დაიცავს ყველა მითითებას.

დედოფალი ელისაბედი პრინც ჩარლზის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა.