დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნისგან სრულიად მიუღებელია – პაპუაშვილი კონტრაბანდაზე

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,  რომლის მიხედვით, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “დეზინფორმაციას” და “ტყუილს” უწოდებს. ამის შესახებ  პაპუაშვილი Twitter-ზე წერს.

“მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნისგან, განსაკუთრებით ამ ვითარებაში, სრულიად მიუღებელია”, – წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.