დეკანოზი, რომელიც 5 ივლისს ორკებს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზეა

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც 5 ივლისს აქციაზე შეკრებულ ძალადობრივ ჯგუფს ძალადობისკენ მოუწოდა, გამოკითხვაზე იმყოფება.

მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ორკებს სიტყვით მიმართა:

“არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის”, – განაცხადა დეკანოზმა.

მისი ადვოკატის მტკიცებით, მამაობის ძალადობისკენ არ მოუწოდებია. თავად დეკანოზი დუმს.