დეკანოიძე ევროპარლამენტარებზე – ასე დაიწყო შეუქცევადი პროცესები მოლდოვასა და უკრაინაში

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები სასწორზე დადგა.

“საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური კურსისკენ სწრაფვის დელკარირების შემდეგ, პირველად, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, 9 წლის თავზე ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის ურთიერთობები სასწორზე დადგა.

ეს გაფრთხილება მივიღეთ საქართველოს მეგობრებისგან. ასე დაიწყო შეუქცევადი პროცესები მოლდოვასა და უკრაინაში”,- წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, 7 ევროპარლამენტარი ითხოვს, შეჩერდეს საქართველოს ფინანსური დახმარება და შეიზღუდოს პოლიტიკური მხარდაჭერა. მათი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობები საფრთხეშია.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადაწყვიტონ მომავალი არჩევნების და ორი პოლიტიკური საქმის საკითხი.