“განვიხილავთ საქართველოს საკითხს, სიტუაცია უფრო მეტად სერიოზული ხდება სწორედ ამიტომ 6 მარტიდან ამოქმედდა სავიზო აკრძალვა დიპლომატებისთვის, მაგრამ განვიხილავთ მეტი რისი გაკეთება შეიძლება, რადგან საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი მიმართულებით”
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.















