დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აშშ-ს აქტიური ჩართულობა გვჭირდება – მარგველაშვილი

საქართველოს მე–4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს მოუწოდებს, დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აქტიურად ჩაერთოს.

“სენატის ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ მოსმენას ველოდები. 3 წლის წინ კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების თხოვნით მივმართე და ჩვენმა კარგმა მეგობრებმა ის კანონპროექტად ჩაწერეს. ეს იწყება დემოკრატიის დაცვისა და განმტკიცების მოწოდებით. დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად ჩვენ აშშ-ის აქტიური ჩართულობა გვჭირდება დაუყოვნებლივ!” – წერს გიორგი მარგველაშვილი Twitter–ზე.