“ერთი მხრივ მიშა მაქსიმალისტია. მზად არის, საქართველოს გულისთვის ყველაფერზე წავიდეს. თავის დიდ მისიას ხედავს. კარგად გასააზრებელია ვინ არის დღეს ხელისუფლებაში. რა ინსტრუმენტები აქვთ მათ და როგორ შეუძლიათ ეს მის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამ ხელისუფლებაში გამოჩნდა ან იყო უფრო მეტი ავტორიტარიზმი ვიდრე სააკაშვილი მიიჩნევდა. ამ ფაქტებმა მის წინააღმდეგ იმუშავა. როდესაც მიშასნაირი ლიდერი გვერდზე გადის, გარკვეულ დევალვაციას აქვს ადგილი. დემოკრატიულმა ძალამ დიდი დევალვაცია განიცადა. გული მწყდება მიშასა და ქართველ ერზე. აღმოსავლეთ ევროპაში საქართველოსნაირი მეგობარი ქვეყნის ყოლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გვესმის რომ საქართველო შედგება ისეთ ქვეყნად როგორზეც ჩვენ ვოცნებობთ, მთავრობაში მოვა ხელისუფლება რომელსაც ტაშს დავუკრავთ, თუმცა სამწუხაროდ დღეს მათზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია.”,

აცხადებს, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო რუს ჟურნალისტ დიმიტრი გორდონის ინტერვიუში.