დენის, გაზის და წყლის ტარიფები არ შეცვლილა, ზრდა არ განიხილება – სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) განცხადებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა.

“კომისია საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ გაზრდილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები.

2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება.

პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პირები კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო, მოსახლეობას აწვდიან ცრუ ინფორმაციას”. – წერს სემეკი.