დეპუტატ გენადი მარგველაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქართული ოცნების დეპუტატ გენადი მარგველაშვილს Covid-19 დაუფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს თავად დეპუტატმა დაუდასტურა. მისივე თქმით, მასთან ერთად ინფიცირებულია მისი შვილიც.

“მოთენთილი ვარ და თავიც მტკივა. მაქვს სიმპტომები. სახლში ვმკურნალობთ ამჟამად მე და ჩემი შვილი. ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს გამოვლინდა ვირუსი”,-  განაცხადა, გენადი მარგველაშვილმა.