“ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა, სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა, მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება, უმიზეზოდ არჩევნებისთვის ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ჩემი პოზიცია უცვლელია, მე ვარ ერთგული საზოგადოების ერთობის, დეპოლარიზაციის, პოლიტიკური დემოკრატიისა და ევროპული მომავლის”

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.