დიალოგს სჭირდება პარტნიორი, რომელიც არ შეიძლება იყოს დაჭერილი – ლიეტუველი პარლამენტარი ხელისუფლებას

”დიალოგს სჭირდება პარტნიორი, რომელიც არ შეიძლება იყოს დაჭერილი’- ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა. ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა და დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მზად არიან, ჩაერთონ მედიაციაში, მაგრამ დიალოგში ქართულ ოცნებას სჭირდება პარტნიორი, რომელიც არ შეიძლება იყოს დაჭერილი.

“მე შევხვდი ნიკა მელიას და შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებს. და ვეტყვი ერთ რამეს. ჩვენ, ლიეტუველები საქართველოს კარგი მეგობრები ვართ, ჩვენ არასდროს მივატოვებთ საქართველოს, მიტ უმეტეს ყველაზე მძიმე საათები. მზად ვართ შევთავაზოთ ჩვენი მედიაციის ძალისხმევა, მაგრამ დიალოგისთვის შენ გჭირდება პარტნიორი. პარტნიორი არ შეიძლება იყოს დაჭერილი”, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს 2 გზა წავიდეს ლიეტუვის ან ბელარუსის გზის.