“დიდი ბოდიში, რომ ჩვენი მთავრობა არ შეუერთდა სანქციებს, ღარიბაშვილი არ არის საქართველო” – ნიკა მელიას მიმართვა უკრაინელებს

“დიდი ბოდიში, რომ ჩვენი მთავრობა არ შეუერთდა სანქციებს, ღარიბაშვილი არ არის საქართველო”- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.

“ძვირფასო უკრაინელებო, გთხოვთ იცოდეთ, რომ საქართველო არ არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. საქართველო არის ის ათასობით ახალგაზრდა, ვინც გუშინ საქართველოს ქუჩები გაავსო. დიდი ბოდიში იმისათვის, რომ არ შეუერთდა ჩვენი ქვეყნის მთავრობა იმ სანქციებს, რომლებსაც ცივილიზებული სამყარო უერთდება… მე მრცხვენია ამისი და ბოდიში უკრაინელ ძვირფას მეგობრებს, დებს და ძმებს. ბოდიში იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ახლა ფრონტის წინა ხაზზე არიან”, – აცხადებს მელია.