დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე პოლიციელი და მისი სიმამრი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა. მათ შორის ერთი პოლიციელია, მეორე კი მისი სიმამრი.

მათივე ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 4000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.