დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები POSTV-ის ხელმძღვანელად – ნაცვლიშვილი

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ POSTV–ის ხელმძღვანელად ბრუნდება.

“დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები “პოსტივის” ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელივიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტფლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს!”,– წერს ნაცვლიშვილი Facebook–ზე.

პროსახელისუფლებო მედია POSTV–ში ნაცვლიშვილი აქამდეც მუშაობდა აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე.