დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას სამხედრო გემების შესაძენად 1.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოუყო

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას სამხედრო გემების შესაძენად 1.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოუყო. აღნიშნულ თანხას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო  სამხედრო საჭიროებებზე დახარჯავს და ასევე შეიძენს,  ორ ნაღმსაწინააღმდეგო გემს.

შეთანხმების ფარგლებში, ბრიტანელი სპეციალისტები უკრაინელებს გემების და რაკეტების აშენებაში დაეხმარებიან და ასევე გაუწევენ ტექნიკურ დახმარებასაც.