დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკს და 3 მილიარდერს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკს – როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხო 3 მილიარდერსაც – გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგსა და იგორ როტენბერგს.

“ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ დიდ ბრიტანეთში, გაიყინება, მათ აეკრძალებათ აქ მოგზაურობა და ჩვენ ავუკრძალავთ გაერთიანებული სამეფოს ყველა ფიზიკურ პირსა და სუბიექტს მათთან რაიმე სახის ურთიერთობას”, – თქვა ჯონსონმა.

მისივე განცხდებით, უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებით ვლადიმერ პუტინი გეგმავს დანარჩენ უკრაინაში “შეჭრის საბაბს”, ამიტომ ახლა უნდა მოემზადონ პუტინის გეგმის შემდეგი ეტაპებისთვის.