დიდუბეში სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

დიდუბეში, მეგალაინის მიმდებარე ტერიტორიაზე სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. თბილისის სახანძროს მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა 1 მოქალაქე, რომელმაც ხელზე მსუბუქი დამწვრობა მიიღო.