დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს განცხადებით მიმართავს

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. მათი ინფრომაციით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ “COVID-19-ის-განგაშის” ახალი, მეოთხე დონის სისტემა “Tier Four” ამოქმედდება.

“კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ „კოვიდ-განგაშის“ ახალი, მეოთხე დონის სისტემა “Tier Four” ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით; სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია; სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;

ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი გასართობი იხურება; პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდ განგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და არ უნდა იმოგზაუროს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ; აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე ეკრძალებათ დანარჩენი სამ დონის სისტემის ფარგლებში მცხოვრები ოჯახისა და ე.წ “მხარდამჭერი წრის” წევრების მონახულება; აღნიშნული შეზღუდვები მათი შენარჩუნების/შეცვლის მიზნით 30 დეკემბერს გადაიხედება”, – წერია განცხადებაში.