დიდ დიღომში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე სუპერმარკეტი იოლი დააყაჩაღეს.

შემთხვევა გუშინ, კომენდანტის საათის დაწყებამდე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რისი წაღება მოახერხეს სუპერმარკეტიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშული 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.