“დილა მშვიდობსა საქართველო“–სააკაშვილი ამბობს, რომ უკვე საქართველოშია

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს რომ უკვე საქართველოშია.

“დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“– წერს მიხეილ სააკაშვილი.

ჯერჯერობით უცნობია, შეესაბამება თუ არა სიმართლეს მისი სტატუსი და თუ ასეა, რა გზით შემოაღწია მან საქართველოში. სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა 2 ოქტომბრის საღამოსთვის დააანონსა და კიევი–თბილისის ბილეთიც გამოაქვეყნა.