დილიდან კიევისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინული მედიის ცნობით, კიევისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმის.

“არის შეტყობინებები აფეთქებების ხმების შესახებ დნეპროპეტროვსკისა და კიევის რაიონებში. წინასწარი ინფორმაციით წარმატებით მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა”, წერს UNIAN.

ოდესაში, კრივოი როგში და რიგ სხვა ქალაქებში ადგილობრივმა ხელისუფლებებმა ელექტროტრანსპორტის შეაჩერეს.

დილით, უკრაინის ხელისუფლებამ ახალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა, რაც ღამით კამიკაძეების დრონების შეტევას  მოჰყვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით ჩამოგდებულია 24 შაჰედის დრონი.