დიმიტრი გაბუნიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა

დიმიტრი გაბუნიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა.

განკარგულებაში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი აწერს ხელს, წერია, რომ გაბუნიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

სალომე ზურაბიშვილმა ახალი საპარლამენტო მდივანი უკვე შეარჩია და ის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თამარ ტყეშელაშვილი იქნება.