დისტანციური მუშაობა გამიგია, დისტანციური პრემიერობა ნოუ-ჰაუა – ნათია თურნავა სააკაშვილზე

“დისტანციური მუშაობა გამიგია, დისტანციური პრემიერობა ნოუ-ჰაუა “- ასე ეხმაურება, ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენას.

“იმასაც გეტყვით ახლა, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, რომ პანდემიაა, მთელი მსოფლიო გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე მუშაობის. გამიგია მე დისტანციური მუშაობა, გამიგია დისტანციური სწავლება, მაგრამ დისტანციური პრემიერობის კანდიდატობა ეს რაღაცა ნაციონალების ნოუ-ჰაუა”, – აცხადებს თურნავა.