დმანისში ოპოზიციის კანდიდატს და აქტივისტებს თავს დაესხნენ – დაჭრილია 2 ადამიანი

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ დმანისში,სოფელ განთიადში მოქმედ მერს გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილია 2 ადამიანი. კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დაჭრაში “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი და პარტიის სხვა მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.