დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერების დაჭრის საქმეზე დაუთაშვილს პატიმრობა შეეფარდა

დმანისში ოპოზიციის აქტივისტების დაჭრის საქმეზე დაკავებულ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დათუაშვილის შვილს, დავით დათუაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაპირისპირება დმანისში 21 სექტემბერს წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მოხდა.

შსს-მ გამოძება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო.