დმიტრი გორდონსა და მის ცოლს საქართველოს აეროპორტიდან ადეპორტებენ – დეკანოიძე

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონსა და მის ცოლს საქართველოს აეროპორტიდან ამ წუთებში დეპორტაციას უკეთებენ.

“უკრაინელ ჟურნალისტ გორდონს და მის მეუღლეს ლესიას, ასევე ჟურნალისტს, ამ წუთებში დეპორტაციას უკეთებენ საქართველოს აეროპორტიდან”. – წერს ხატია დეკანოიძე.

გორდონის რედაქტორის თქმით, პოლიცია მათ ეუბნება, რომ “სისტემური შეფერხებაა”

“ველოდებით და არ გვიშვებენ. სასაზღვრო კონტროლზე ვართ. არაფერს გვეუბნებიან ამბობენ რომ სისტემური შეფერხებაა. ნახევარ საათზე მეტია არ გვიშვებენ. მე გორდონის მთავარი რედაქტორი ვარ და დიმიტრი გორდონთან ერთად ვიმყოფები აქ და არ გვიშვებენ. არც არაფერს მეუბნებიან” – ამბობს ალისია ბაცმანი მთავარ არხთან საუბრისას.