„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერ ქმედებას, რაც [მოლდოვაში, დნესტრისპირეთში] ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად რუსეთზე თავდასხმად მივიჩნევთ, როგორც ეს სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში მოხდა, როცა ჩვენს მშვიდობისმყოფელებს სააკაშვილი დაესხა თავს“

განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ დნესტრისპირეთი მოლდოვის პრორუსული სეპარატისტული რეგიონია, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს.