“კეტილეპტი მას გაზრდილი დოზით არ მიუღია, ქსანაქსს იღებს. ის ჰქონდა დანიშნული დიდი ხნით ადრე, უცხოელი ექიმების მიერ. წამლები ინიშნება რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე, ჯერ დიაგნოზის შესაბამისი უნდა იყოს რომ დაინიშნოს, იწყება მინიმალური ეფექტური თერაპიული დოზით და იმის მიხედვით თუ რა შედეგს მიიღებ, შეიძლება თანდათან მოიმატოს მაქსიმალურ თერაპიულ დოზამდე. ამ მხრივ, დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის, რაც ვნახეთ, თერაპიულ დოზირებას არ სცილდება.

რა მიმართულებით ვიმუშავებთ, ასე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, ჯერ უნდა შევაფასოთ ერთობლივად მისი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები მას აქვს და მას სჭირდება დახმარება როგორც მედიკამენტური, სავარაუდოდ, ასევე ფსიქოთერაპიული”

ამბობს სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი, ფსიქიატრი მარინე კურატაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.