დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება – ზურაბიშვილი მოსამართლეების დანიშვნაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აკვირდება შეთანხმების შესრულების პროცესს, თუმცა შარლ მიშელისგან კრიტიკა რა გაუგონია.

მისივე განცხადებით, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით “ტერმინებით თამაში მიდის”, რომელსაც არ ეთანხმება.

“დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება და ეს ორი სხვადასხვა რამეა. მე ვიცი, თუ რამდენად გადატვირთულია ჩვენი სასამართლო, ამიტომ შეჩერება არ მიმაჩნია სწორად. ამაზე ამერიკის ელჩთანაც მქონდა საუბარი. მე მგონი უნდა გავაგრძელოთ ბევრი მიმართულებით… და მივაღწევთ შედეგს. არამგონია, დრო იყოს რაღაცა ულტიმატუმების ენის, რომელიც ისმის.

მე მინდა, ორივე მხარეს, თუ არ ვიცი, რამდენ მხარეს, ვუთხრა, რომ შეიძლება ბევრი აზრი იყოს სხვადასხვა საკითხზე. დოკუმენტის ირგვლივ შედგა შეთანხმება, ახლა დროა მისი შესრულების. არ არის დრო, დავუბრუნდით რაღაც გვაზნილებს – მე შევალ, მე არ შევალ, საზოგადოება ამით დაიღალა. საზოგადოებას უნდა წინსვლა, შედეგები”,– თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია აპროტესტებს ხელისუფლების მიერ უზენაესი მოსამართლეების შერჩევის პროცესის არშეჩერებას. ამასთან, ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს აქვს ინიციატივა, რომ თუ მმართველი ძალა მოსამართლეების დანიშვნას გააგრძელებს, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. მას ეთანხმებიან პარლამენტის ცალკეული დეპუტატები.