დონბასში უკრაინელებმა ოკუპანტების 14 შეტევა მოიგერიეს, განადგურებულია 1 თვითმფრინავი, 7 უპილოტო საფრენი აპარატი

უკრაინელებმა დონბასში, რუსული სამხედრო ძალების 14 შეტევა  მოიგერიეს. ამის შესახებ განახლებულ ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი ავრცელებს.

გუშინ , 29 აპრილს  უკრაინელებმა წარმატებით მოიგერიეს ოკუპანტების 14 იერიში. წარმატებული თავდაცვის შედეგად განადგურებულია ოკუპანტების 11 ტანკი, 27 ჯავშანტექნიკა და  7 საარტილერიო სისტემა.

გარდა ამისა, უკრაინელმა მებრძოლებმა დონბასის თავზე ჩამოაგდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების 1 თვითმფრინავი და 7 უპილოტო საფრენი აპარატი.