დონეცკისა და ლუგანსკის ხელმძღვანელებმა ევაკუაციის გამოცხადების შესახებ ვიდეოები ორი დღით ადრე ჩაწერეს

“რადიო თავისუფლების” რუსული რედაქციის ინფორმაციით,  მოსახლეობის საყოველთაო ევაკუაციის შესახებ დონეცკისა და ლუგანსკის პრორუსმა სეპარატისტებმა ვიდეოები 2 დღით ადრე ჩაწერეს.

დაძაბული ვითარების გამო ევაკუაცია 18 თებერვალს გამოცხადდა, თუმცა მეტამონაცემებიდან ირკვევა, რომ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის ხელმძღვანელებმა ვიდეომიმართვები ადგილობრივების ევაკუაციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 16 თებერვალს ჩაწერეს, რომლებიც ვიდეო-მიმართვებში სიტყვა “დღეს” იყენებენ. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს, “რადიო თავისუფლების” რუსული რედაქციის კორესპონდენტიც, რომელმაც გავრცელებული ვიდეოების მეტამონაცემები შეისწავლა.

ცნობისთვის, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა ხოლო დღეს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო. აღნიშნულ ფაქტს, გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რომელმაც სიტუაცია 2008 წელს საქართველოში განვითარებულ სცენარს შეადარა და აღნიშნა, რომ “რაც ვნახეთ რუსეთის სცენარის ნაწილია, შექმნას ცრუ პროვოკაცია როგორც 2008 წელს საქართველოში”.