“დროა” უერთდება “გირჩი – მეტი თავისუფლების” მიერ დღეს დაგეგმილ აქციას

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” უერთდება “გირჩი – მეტი თავისუფლების” მიერ დაორგანიზებულ აქციას დღეს, 20:00-ზე პარლამენტის წინ

“გუშინდელი დღე იყო უდიდესი დარტყმა სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიის საფუძვლებზე. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე.

ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა. პოლიტიკური მოძრაობა “დროა” უერთდება პარტიის “გირჩი-მეტი თავისუფლება” მიერ დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას.

მოქმედების დროა! გავერთიანდეთ ჩვენი უფლებებისთვის და სახელმწიფოსთვის!”,– წერია დროას განცხადებაში.

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას პარლამენტის წინ გასვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ადამიანებმა უნდა დაანახონ ქართულ ოცნებასა და საპატრიარქოს, რომ ამ ქვეყანაში ცივილიზებული ადამიანები ცხოვრობენ. ჯაფარიძე კატასტროფად აფასებს გუშინ, პუტინისტური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე ძალადობას.