“ამ დღეებში გამოქვეყნდა აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ წერილი, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც იცავს მკვლელებს, მოძალადეებს, მწამებლებს, ხაზინის ქურდებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს სიას და აღმოაჩენს იმას, რომ ნახევარზე მეტი იქ ხელისმომწერი არის საჯარო სამსახურში და მას ხელფასს სახელმწიფო უხდის იმისათვის, რომ ეს სახელმწიფო დაანგრიოს, მეორე ნაწილი კი არის ის არასამთავრობოები, რომლებიც გარედან იკვებებიან. დროა ხელისუფლებამ ამ მხრივ მიიღოს შესაბამისი კანონი, სადაც ის რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობო ორგანიზაციებს.”

ასე ეხმაურება, პარლამენტის დეპუტატი ფრიდონ ინჯია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიმართ დახმარების ღია წერილს, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსებმა, პოლიტოლოგებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა შეადგინეს.